ირაკლი ქადაგიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება

ირაკლი ქადაგიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებული მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება

ეს არის პოდოლიაკის და უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება საქართველოს და ქართველის ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ მხრივ, სამწუხაროდ ახალი არაფერია. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი, შეურაცხყოფას აყენებენ ამით მთლიანად ქართველ ერს და ვფიქრობ, ამავდროულად, როდესაც თვითონ არიან გარკვეულ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი, ცდილობენ, რომ ეს ისრები საქართველოზე გადმოიტანონ“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.