დიდუბის რაიონის გამგეობამ დისევის ქუჩაზე სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, სადარბაზოებში კედლები დამუშავდა და შეიღება, ასევე, მოწესრიგდა მოაჯირები და კიბეები.
დიდუბის გამგეობამ მიმდინარე წელს ანალოგიური ტიპის სამუშაოები დამატებით სამ მისამართზე განახორციელა: მირცხულავას ქუჩის N6-ში, თევდორე მღვდლის ქუჩის N8-სა და დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მერვე კორპუსში. სამუშაოებისთვის ჯამში 65 305 ლარი დაიხარჯა.
დისევის ქუჩის N7-ში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ კორპუსში
სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კოდორი 2014“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო.