ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ საგანგებოდ გაკეთებული სამალავები აღმოჩენილია სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში. ყველაზე მეტი ე.წ საიდუმლო სამალავი ზუგდიდის რაიონის სოფლებში ფიქსირდება, სადაც იარაღთან ერთად სპეციალური სადამსჯელო ჯგუფებიც იწვრთნებოდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით ახალი სამალევაბი მიწის წვეშ აღმოაჩინა, რომელიც ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთთ მაღალმთიან სოფელში მდებარეობს.
საიდუმლო სამალავი ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს გიდობას უწევდნენ ფეხით რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ. ერთ ერთ ფერდობზე მიწის ქვეშ იმ საიდუმლო სამალავამდე მივედით, რომელიც ადგილობრივების განცხადებით ზუსტად ერთი წლის განმავლობაში კეთდებოდა. სწორედ აქ ინახებოდა დიდძალი იარაღიც.
“ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში ვხედავდით აქ რასაც აკეთებდნენ, თუმცა რისთვის იყო ეს გვირაბი განკუთვნილი ნამდვილად არ ვიცოდით. ეს გამოქვაბული გააფართოვეს, რომელიც ზუგდიდის ერთ სოფელში იწყება და მეორე სოფელში მთავრდება. გვირაბი დაახლოებით კილომეტრნახევრიანია. დღეში რეამოდენიმეჯერ გამოივლიდა აქ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები და ზოგჯერ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც და რაღაცას თხრიდნენ. ბოლოს შევამჩნიეთ, რომ უღრან ტყეში პატარა ფიცრული სახლიც დადგეს, სადაც ნიღბიანები დღისითაც და ღამის საათებშიც მორიგეობდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ამ პერიმეტრს საერთოდ არ აკარებდნენ. აქედან გამომდინარე ვიცოდით, რომ რაღაც კარგად ვერ იყო, თუმცა სიტყვის თქმის უფლება მაშინ არ გვქონდა”-აცხადებს ადგილობრივი რ.ბ
ამ სახის საიდუმლო სამალავები ზუგდიდის რაიონის ბევრ სოფელშია აღმოჩენილი, რომელსაც ძირითადად ყოფილი პოლიციელები და სამხედრო პოლიციის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ. საიდუმლო სამალავები ძირითადად ტყის მასივებშია განლაგებული.