ოზურგეთში ანსამბლ ,,ბასიანის“ სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთში ანსამბლ ,,ბასიანის“ სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანსამბლ ,,ბასიანი“-ს სანოტო კრებულის -,,ქართული ხალხური სიმღერები - გურია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო. 

კრებულში შესულია  ცნობილი ლოტბარის ვლადიმერ ბერძენიშვილის და  მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში.

სანოტო კრებული ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.