ჩემი გარანტირებული უფლებაა გამოვხატო პროტესტი, გავიდე ქუჩაში, როცა ამის საჭიროებას დავინახავ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„პარლამენტის თავმჯდომარე ახლაც არღვევს კონსტიტუციას, როცა სასესიო დარბაზში არ შედის რიგგარეშე სხდომაზე. ჩემი გარანტირებული უფლებაა გამოვხატო პროტესტი, გავიდე ქუჩაში, როცა ამის საჭიროებას დავინახავ და ვერ პაპუაშვილი და ვერც ვერავინ შემიზღუდავს ამას“, - აღნიშნავს ვაშაძე.
უკვე სამი კვირაა პარლამენტი ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე მუშაობს. პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოსი“. ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ისინი პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ერთვებიან.
გადი ქუჩაში, კალგოტკები გაისეირნე ცირკის წინ და ნახავ რამდენი მუშტარიც გამოგიჩნდება!!!
აბააააააააააააა...
აბააააააააააააა...