ანრი ოხანაშვილი: ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, ჩვენი ქვეყნის ერთიან ტერიტორიაზე, საფრთხე არ შეექმნას

ანრი ოხანაშვილი: ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, ჩვენი ქვეყნის ერთიან ტერიტორიაზე, საფრთხე არ შეექმნას

ოკუპანტი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების უხეშად ფეხქვეშ გათელვას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძის უკანონოდ დაკავების ფაქტს.

„ყველა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები და მათ თავისუფალ გადაადგილებას ჩვენი ქვეყნის ერთიან ტერიტორიაზე არ შეექმნას საფრთხე“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.