რამაზ საყვარელიძე: თუკი ამ სამუშაოების შედეგად ვერ მოხერხდება ევროინტეგრაცია, საპროტესტო აქციები უკვე იქნება მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი ევროინტეგრაციას

რამაზ საყვარელიძე: თუკი ამ სამუშაოების შედეგად ვერ მოხერხდება ევროინტეგრაცია, საპროტესტო აქციები უკვე იქნება მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი ევროინტეგრაციას

კითხვა ჩნდება, არის ევროინტეგრაციის სურვილი ამ ოპოზიციურ პარტიებში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ქრონიაკშ“ ისაუბრა.

„თუკი საპროტესტო აქციების თვალით შევხედავთ, მათაც და ჩვენც დავინახეთ, რომ ევროპისკენ წასვლის სურვილი ძალიან დიდია. თუ კი ვერ მოხერხდა ევროინტეგრაცია ამ სამუშაოს შედეგად, ეს საპროტესტო აქცია უკვე იქნება მიმართული იმისკენ, რომ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი ევროინტეგრაციას და ვისაც ევროინტეგრაცია უნდა მოუწოდებენ ქუჩაში გამოსვლისკენ. ვისაც ევროპა უნდა, ასეთი ხალხი ბევრია, გამოვა ქუჩაში იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ფორმულა გაჟღერდება. ესეც დესტაბილიზაციის ფორმულაა ოღონდ უკვე ევროინტეგრაციის შეუსრულებლობით გამოწვეული დესტაბილიზაციით“, - განაცხადა საყვარელიძემ.