ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების ევროპისკენ სწრაფვას

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების ევროპისკენ სწრაფვას

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების ევროპისკენ სწრაფვას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ალტერნატიულ ფორმატებს ქმნიან, რაც 12- პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

"ევროკომისიის მთავარი რეკომენდაციაა ერთობლივად ვიმუშაოთ. ამის ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი, "ნაციონალური მოძრაობა", მათი სატელიტები - "ლელო" თუ "სტრატეგია აღმაშენებელი" რადიკალიზაციის გზას ირჩევენ და უარს ამბობენ ჩვენი მოქალაქეების მიერ გაცხადებულ პერსპექტივაზე ევროპისკენ. პრაქტიკულად, საბოტაჟს უცხადებენ მოქალაქეების სწრაფვას ევროპისკენ, რადგან არ შემოდიან პროცესში, სადაც გვაქვს ვალდებულება, ყველამ ერთად ვიმუშაოთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.