„ემ ქეი დი“: მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, შვეიცარიულ მედიაში დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი

„ემ ქეი დი“: მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, შვეიცარიულ მედიაში დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი

იურიდიული ფირმა MKD შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფის, „ტამედიას” ჟურნალისტის, ბერნარდ ოდენალის განცხადებას გამოეხმაურა.

"2022 წლის 25 ივლისს გამოქვეყნდა „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუ ბატონ ბერნარდ ოდენალთან (იხ. ბმული):  https://bit.ly/3PAu2Ip

ჟურნალისტის იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც შეიცავდა ციტირებებს იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ 18 ივლისის პრეს-რელიზიდან, ბატონმა ოდენალმა განაცხადა:

„არ მგონია, რომ შვეიცარიულმა მედიამ, ყოველშემთხვევაში იმ გამოცემებმა, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, მართლაც მიიღეს რაიმე პრესრელიზი ქართული მხარისგან. თანაც ეს არც დასჭირდებოდათ, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბორერი მიაწოდებდა მსგავს ინფორმაციას შვეიცარიულ მედიას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციისათვის იგნორირება არ გაგვიკეთებია. ასე რომ, არ მესმის, რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები“.

ვადასტურებთ, რომ კლიენტი ნამდვილად სარგებლობს ბატონი ბორერის მომსახურებით, რომელმაც მართლაც დაამყარა კომუნიკაცია არაერთ შვეიცარიულ გამომცემლობასთან, ტელევიზიასთან თუ რადიოსთან.

სამწუხაროდ, ბატონი ოდენალი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ შვეიცარიული მედიის მიერ არ მომხდარა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება. აღნიშნულს ადასტურებს ვრცელი მიმოწერები სხვადასხვა მედია ჯგუფის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი.

ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ, ბატონ ოდენალს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია, რათა მან თავად შეძლოს საკითხის ობიექტურად განსჯა. მეტიც, მზად ვართ ავუხსნათ საკითხის მნიშვნელობა შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის და ვითანამშრომლოთ მასთან, თუკი თავად გადაწყვეტს საკითხის გაშუქებას".

On July 25, 2022, the "Radio Liberty" published an interview with Mr. Bernhard Odehnal https://bit.ly/3PAu2Ip .

In response to a journalist's question, which contained quotations from the July 18 press release of MKD Law, Mr. Odehnal mentioned:

"I don't think that the Swiss media, in any case, the publications with which I cooperate, really received any press release from the Georgian side. Besides, they wouldn't need it, because Ivanishvili and his team have hired a famous Swiss lobbyist - the former Swiss ambassador to Germany, Thomas Borer. I am sure that Mr. Borer would have provided similar information to the Swiss media. I am sure that we did not ignore such information. So, I don't understand what the claims of the Georgian firm are based on."

We confirm that the client does retain the services of Mr. Borer, who has indeed established communication with a number of Swiss publishing houses, television and radio stations.

Unfortunately, Mr. Odenhal is wrong when he claims that the Swiss media would not ignore the information we provided. This is confirmed by extensive correspondence with representatives of various media groups. Despite close communication, no articles have been published to date and no stories have been prepared around the circumstances that have been highlighted from our end.

In case of interest, we are ready to provide Mr. Odenhal with the necessary information so that he can judge the issue objectively.

Moreover, we are ready to explain the importance of the issue to the Swiss banking system and the state and to cooperate with it, if it decides to cover the issue itself.

Victor Kipiani