პაატა მანჯგალაძე რეკომენდაციების შესრულებაზე: ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს კი არ ვამბობთ, უბრალოდ, სამუშაო ფორმატში, სადაც მე ხელს გადამიგრეხენ და ჩემს სიმართლეს ვერ გავიტან, მონაწილეობის მიღება არ მინდა

პარლამენტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის ნაცვლად, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ალტერნატიულ ჯგუფში მუშაობენ. მათ სამი თემატური შეხვედრა უკვე გამართეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამგვარად მოქმედებას საშემოდგომო სესიამდე აპირებს, შემდეგ საკუთარ კანონპროექტებს კომიტეტის სხდომებზე გაიტანენ.

„ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს კი არ ვამბობთ, უბრალოდ, სამუშაო ფორმატში, სადაც მე ხელს გადამიგრეხენ და ჩემს სიმართლეს ვერ გავიტან, მონაწილეობის მიღება არ მინდა. დღე და ღამე ვიმუშავებთ და უკლე ვმუშაობთ, რომ ალტერნატიული, სწორი წინადადებები წარვადგინოთ დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.