„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა (ვიდეო)

„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა (ვიდეო)

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერს-რანგში ბოლო გამოსვლა არნოლდ შვარცენეგერის ლეგენდარული ფრაზით დაასრულა, რომელიც მსახიობმა ფილმში „ტერმინატორი 2“ წარმოთქვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონის გამოსვლას მ„კონსერვატიული პარტიის“ წევრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

„მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის ბარბაროსობისგან გადარჩენაში. ვფიქრობ, ეს საკმარისია. მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ , - თქვა ჯონსონმა.