მამუკა მდინარაძე: ეჭვებზე, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხებია საჭირო

მამუკა მდინარაძე: ეჭვებზე, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხებია საჭირო

ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ქალბატონი კელი იქნება ეს თუ სხვა, თუმცა, ის ეჭვები, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან ამ დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, ამაზე კონკრეტული პასუხებია საჭირო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან კითხვები არსებობს, მას კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს.

„წარმოუდგენელი ამბავია და ნამდვილად არ მინდა ასეთი რამის დაეჯერება, თუ ეს ასე იყო. მაგრამ კითხვები თუკი არსებობს, მას კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს, მე ამის მომხრე ვარ. ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ქალბატონი კელი იქნება ეს თუ სხვა, თუმცა, ის ეჭვები, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან ამ დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, ამაზე კონკრეტული პასუხებია საჭირო. ფაქტი ისაა, რომ ტელევიზიები სამი დღის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ მოსამართლე დაასანქცირეს. ეს თუ ასე იყო, ამას პასუხები უნდა გაეცეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.