ვახტანგ მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ევროპარლამენტარები არ ამბობენ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს პრობლემას

ვახტანგ მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ევროპარლამენტარები არ ამბობენ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს პრობლემას

ევროპარლამენტარები არ ამბობენ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს პრობლემას. ისინი ამბობენ, რომ ინსტიტუციური მოწყობა არის შესაცვლელი, რათა ხელისუფლება ვერ კონცენტრირდეს ერთი ადამიანის ან ჯგუფის ხელში, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„გუშინ იაგო ხვიჩია იყო მიხეილ სააკაშვილთან და ეს შეხვედრა ჩვენი გეგმის გავრცელებას ემსახურებოდა. ევროპარლამენტარები არ ამბობენ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს პრობლემას. ისინი ამბობენ, რომ ინსტიტუციური მოწყობა არის შესაცვლელი, რათა ხელისუფლება ვერ კონცენტრირდეს ერთი ადამიანის ან ჯგუფის ხელში. შესაბამისად, მე საქართველოს პრობლემა ბიძინა ივანიშვილი კი არ მგონია. ეს პრობლემა მე მგონია სისტემა, რომელიც ქმნის ივანიშვილს, რომელსაც აქვს სრული ძალაუფლება; სააკაშვილს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა სრული ძალაუფლება; შევარდნაძეს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა სრული ძალაუფლება და ა.შ. ამიტომ დეოლიგარქიზაციის პასუხი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც თავად ირაკლი კობახიძემ, როგორც ჯილდო, ისე გადადო ამ 6 თვის ბოლოს. მან უთხრა თავის კოლეგებს, რომ თუ ისინი კარგად მოიქცევიან, შემდეგ აუზში წყალსაც ჩაუსხამს. ეს პირიქით უნდა იყოს - ჯერ უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც პასუხი დეოლიგარქიზაციაზე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.