ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე:  ეს არ არის

ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე:  ეს არ არის "ფეიკი" და მონტაჟი... ეს არის "ნეო-ლიბერალიზმის" სახე, სადაც მთავარია აღქმა და აზრის ფორმირება, ხოლო რეალობა მე-10 ხარისხოვანია...

ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ "ნეო-ლიბერალთა" ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც  მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, "უსამშობლო ნაძირლებს" ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს... - წერს ანალიტიკოსი  ზურაბ ქადაგიძე ტვ „მთავრის“ ჟურნალისტზე, რომელმაც პირდაპირ ეთერში იცრუა.

„ეს არ არის "ფეიკი" და მონტაჟი... არც დავალებაა არხის ხელმძღვანელობისგან...

ეს არის "ნეო-ლიბერალიზმის" სახე, სადაც მთავარია აღქმა და აზრის ფორმირება, ხოლო რეალობა მე-10 ხარისხოვანია...

ეს არის რადიკალური ოპოზიციის ღირებულებითი ორიენტირი-სიცრუე, უტიფრობა, მოდელირება, ფსიქოლოგიური-ტერორი...

ეს არის ქართული ჟურნალისტიკის, როგორც დემოკრატიის მთავარი საფუძვლის გაბითურება, გამოთაყვანება და გაბაიბურება...

ეს არის ის ღირებულებითი სხვაობა რადიკალ "ნეო-ლიბერალთა" ბინძურ კასტასა და დანარჩენ საქართველოს შორის, სადაც  მიუხედავად უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემებისა, "უსამშობლო ნაძირლებს" ხელისუფლებაში არასდროს მოაბრუნებს...“ - წერს ქადაგიძე facebook -ზე.