პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა, შენობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ მთავრობის სხდომას დაელოდებიან და მინისტრებს ხელს ხმაურით შეუშლიან

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა, შენობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ მთავრობის სხდომას დაელოდებიან და მინისტრებს ხელს ხმაურით შეუშლიან

სამოქმედო გეგმა უცნობია - ამ დრომდე გაურკვეველია რა ფორმით გაგრძელდება „შინ ევროპისკენ“ პროტესტი. ორგანიზატორებს კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენიათ, მხოლოდ აცხადებენ, რომ აქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ფორმით გაიმართება.

დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შევიდა. მან ადმინისტრაციის ცენტრალური შესასვლელით ისარგებლა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები სწორედ მის მისვლას ელოდნენ, მათ ეს ფაქტი გამორჩათ. მას შემდეგ, რაც შეკრებილებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაშია, ხმაური და შეძახილები დაიწყეს. მათი თქმით, მთავრობის სხდომას დაელოდებიან. მათი თქმით, მთავრობის სხდომა სწორედ დღეს უნდა გაიმართოს. როგორც ისინი ამბობენ, აპირებენ, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს უხერხულობა ხმაურით შეუქმნან.