ჯინ შაჰინი: მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს

ჯინ შაჰინი: მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს

მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ატლანტიკურ მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მადრიდში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვეცადეთ მკაფიოები ვყოფილიყავით, რომ ევროპისკენ ყურება და ევროკავშირში გაწევრიანება არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი დევს. მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. ამიტომ წავახალისეთ ქართული დელეგაცია, რომ განახორციელოს ეს რეფორმები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ამერიკის სენატისგან აქვს. ბევრი საკითხია, რომელზეც ევროკავშირმა გასულ კვირას მიუთითა, მაგალითად სასამართლოსთან, მედიის თავისუფლებასთან და დემოკრატიაში ინკლუზიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ გააგრძელებენ მცდელობებს. ჩვენ დაინტერესებულები ვიყავით კონკრეტიკაზე საუბრით, რა არის დაგეგმილი და ველოდები ამ მიმართულებებით მსჯელობებს“, - განაცხადა შაჰინმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატოს სამიტზე. აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.​