შარლ მიშელი: ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია - გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო

შარლ მიშელი: ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია - გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

„ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესის წინსვლას, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან საჭირო რეფორმების განხორციელებას“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

Aburjga Tasmanieli მიშა, საქართველოში რომ ჩამოხვალ გამომიარე გურიაში, კაი მსუქან ბაყაყებს დაგიკლავ! პერსპექტივის მინიჭება რაღაა შე გადაგვარებულო კაცო?! დაგვცინი არა?! უარესი გვეკუთნის!
1 წლის უკან