გიორგი ანთაძე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველაზე ძლიერი ალიანსის გვერდით დგას და მის დღის წესრიგშია

გიორგი ანთაძე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველაზე ძლიერი ალიანსის გვერდით დგას და მის დღის წესრიგშია

კონცეფციაშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ნატო ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის დაპირების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის ნაწილი, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყველაზე ძლიერი ალიანსის დღის წესრიგშია.

„ჩვენ ახლო მომავალში უნდა ველოდებოდეთ უფრო დეტალიზირებულ ინფორმაციას, თავდაცვის სფეროში, ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გაუმჯობესების მიმართულებით რა კონკრეტულ ნაბიჯებს შეიძლება ეს გულისხმობდეს. გათვალისწინებით გლობალური უსაფრთხოების კონტექსტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დღევანდელი ხასიათისა, ფაქტობრივად დღეს ჩვენ წინაშე წარდგა დასავლეთის ალიანსი, დასავლეთის ბლოკი, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის გარშემოა გაერთიანებული და სახელმწიფოები გეოგრაფიულად იწყება კანადიდან დაწყებული ახალი ზელანდიის ჩათვლით, ანუ ფაქტობრივად მთელ დედამიწას მოიცავს და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ გაერთიანებაში მოიაზრება საქართველო, ანუ იმ სამყაროს ნაწილშია, რომელიც ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის აღიარების მქადაგებელი გაერთიანებაა, ყველაზე ძლიერი ალიანსის გვერდით დგას და მის დღის წესრიგში არის საქართველო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გზავნილი.

რეალურად, დღეს დემოკრატიული, განვითარებული სამყარო არის ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებული, ყველა სხვა დანარჩენი რუსეთის ტიპის სახელმწიფოები არიან მეორე ჯგუფში და საქართველო პირველ, ევროატლანტიკურ სივრცესთან ერთად დგას და მისი ეროვნული ინტერესები, მისი უსაფრთხოების ინტერესების რეალიზაცია ამ ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან იქნება დღის წესრიგში გათვალისწინებული, რაც საბოლოო სახით გულისხმობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. კონცეფციაშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ნატო ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის დაპირების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის ნაწილი“, - განაცხადა ანთაძემ.

Aburjga Tasmanieli თქვენ პირადად არაფერს გერჩით ბატონო ანთაძე! ფუი თქვენ, თქვენ ხელისუფლებიდან კიდევ ნატოზე და ევროკავშირის პერსპექტივაზე ვინც აგრძელებთ ლაპარაკს და ქართველი ხალხის დაბოლებას!
1 წლის უკან