მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეკომენდაციების 12-ვე პუნქტი ამომწურავად შესრულდეს

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეკომენდაციების 12-ვე პუნქტი ამომწურავად შესრულდეს

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება საქართველოს მხრიდან აქტიურობას მოითხოვს. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„პროცესი მოითხოვს ჩვენი, საქართველოს მხრიდან აქტიურობას. საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი ამომწურავად შესრულდეს. ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სარჯველაძემ.