გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ დაჯდა იმ რელსებზე, რაზეც სამწუხაროდ ომისა და ღალატის პარტია ზის

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო“ დაჯდა იმ რელსებზე, რაზეც სამწუხაროდ ომისა და ღალატის პარტია ზის

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის საპირისპირო პოზიციაზეა, ვიდრე აქვს სახელმწიფოს და საზოგადოებას. „ლელო“ დაჯდა იმ რელსებზე რაზეც სამწუხაროდ ზის იმისა და ღალატის პარტია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ ინიციატივას.

„არც ჩვეულებრივ რეჟიმში არ მუშაობდნენ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ახლა რას აპირებენ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და ეს ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია ტრადიციულად, პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. ამჯერად მუქარის ავტორი „ლელოა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, „ლელოში“ ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამ ივლისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, „ლელოს“ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.