არახამია პირდაპირ კავშირში არის ნაციონალურ მოძრაობასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ფუნქციონირებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„არახამია დამაზიანებლად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და სად უნდა ეცალოს ბატონ არახამიას იმისთვის, რომ თურმე ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მისთვის ყოფილა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილზე შესაბამისი სანქციების მოთხოვნა დააყენოს“, - განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. მისივე მტკიცებით, სულ მალე ცნობილი გახდება ქართველი დეპუტატებისა და მინისტრების ანგარიშები.