„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ის მოთხოვნები, რომლებიც 24 ივნისის აქციაზე გაჟღერდა, სიტუაციას არ პასუხობს.
„ჩემი აზრით, ის 100000-იანი მუხტი და გაბრაზება, რომელიც ჩვენ ზედიზედ ორჯერ ვნახეთ თბილისის ქუჩებში, ცოტა გაიფლანგა იმ მოთხოვნებით, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა დასვეს. ჩემი აზრით, ეს მოთხოვნები სიტუაციას არ პასუხობს და მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ ხელის გადაწევის ჩვენების მცდელობაა“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.