თუ მათი მხრიდან ამის სურვილი არ არის და ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, რომლებიც ვიცით, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შენაერთებთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობით, როგორც გვჩვევია, აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ ის, 6 თვის თავზე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რადიკალურ ოპოზიციას კონსტრუქციულ ფორმატში დაიწყონ ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც რეფორმების სახით უკვე დაწყებულია და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ბოლომდეა მისაყვანი.
„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, ხელისუფლება რა ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რათა შემდგომი რეფორმები კიდევ უფრო განხორციელდეს საქართველოში. მათ ძალიან კარგად იციან, რეალურად პოლარიზაციის წყარო საიდან მოდის. ჩვენ მარტივად მოვუწოდეთ იმ ოპოზიციურ ნაწილს, რომელიც რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, რომ დეპოლარიზაციისკან გადადგას ნაბიჯები და კონკრეტული შეთავაზებებიც ვუთხარით.
მათი მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებები, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება რაღაც რუსულ ინტერესებს ატარებს, რომელიც სრული აბსურდია, ამგვარ რიტორიკას ერთხელ და სამუდამოდ ჩაეხსნან, აღიარონ ხელისუფლების ლეგიტიმურობა და კონსტრუქციულ ფორმატში დაიწყონ ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც რეფორმების სახით განხორციელებულია, ბოლომდეა მისაყვანი და რომლის საშუალებითაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, არსებული გეგმა ერთობლივი ძალისხმევით 6 თვეში ბოლომდე მივიყვანოთ. თუ მათი მხრიდან ამის სურვილი არ არის და ისინი „სირცხვილიასა“ და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს იქნებიან ამოფარებული, რომლებიც ვიცით, პირდაპირ კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის შენაერთებთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაშინ ჩვენ პასუხისმგებლობით, როგორც გვჩვევია, აუცილებლად მივიყვანთ შესაბამის რეფორმებს იმ კონდიციამდე, რომ ის, რაც ჩვენ მართლაც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ამ 6 თვის თავზე მივიღოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.