„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
მისივე თქმით, ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის მინიმალური რამ, რის გაკეთებაც ევროკავშირს შეეძლო.
„მათ [მოლდოვასა და უკრაინას] შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში, როგორც ჩვენ ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ვნახეთ. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.
Tweet
ახლა თქვენ თქვით ააააააააააააააა თქვე "სამობლოს დარდით დამაშვრალო მამულიშვილებო"!!!!
რაო? "არაფრად ღირს"-ო?
ზელენსკიმ, ევერესტის დაპყრობას ნიშნავსო. დეკანიოძემ, მაგის მიუღებლობა კატასტროფააო. არახამიამ, ცოტა გვაცადეთ, რუსეთს დავამარცხებთ, და ჩვენ დაგეხმარებით მაგის მიღებაშიო. მოკლედ აქ ქვეყანა იქცევა მაგის მიუღებლობის გამო, მაგ რომ მიგვეღო, პენსია მინისტრის ხელფასს გაუტოლდებოდაო. იქედან კი იძახიან, მაგი გროშის ფასიც არ ღირსო. გაიგეთ რამე?