ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“რაღაც ფილმს ვგუგლავდი და უცბად წავაწყდი მომღერალ მაია დარსმელიძის წერილის სათაურს: " ქოცი უნდა დასრულდეს! "
ამასწინათ ია ფარულავას ასეთივე შინაარსის წერილი იყო, იმის წინ - კიდევ ვიღაც " ცნობილი სახის"- ასეთივე პათოსის!
ეს არაფერი, როცა იქნება, ქოციც დასრულდება და შმოციც, მაიაც ვერ გამოეკერება ცას და იაც, ასეთია წუთისოფლის წესი, მაგრამ მაოგნებს ერთი რამ : სამივე ე. წ. ცნობილი სახე ამ წერილებსა თუ მიმართვებში ბომჟივით ილანძღება, იგინება, ისე დაუფარავად ბილწსიტყვაობს , ისეთი ბოღმა, სისასტიკე, დაუნდობლობა და სულის სიბინძურე იფრქვევა მათი პირიდან, რომ ამ სიტყვებს ქართველი ქალი და ხელოვანი კი არა, ქუჩაში დაგდებული ლოთი კახპა არ იკადრებს!
ლოთი კახპა კი არა და მკვლელებისა და ნარკომანებისგან არ მომისმენია ამდენი ბინძური სიტყვა და გადმოფრქვეული ზიზღი ( როგორც ერთ - ერთი გაზეთის რედაქტორის მოადგილეს, მქონდა " ბედნიერება" ამგვარ ადამიანებთან ურთიერთობისა!).
ხალხო, რა ხდება ეს ჩვენს თავს?
რამ გადაგვაგვარა?
რამ დაგვიკარგა ასე სახე?
საიდან ამდენი სიბილწე, ამდენი ჭუჭყი, ამდენი გავეშება?
საიდან ამდენი გაბოროტებული ქალი, დედა, ცოლი, კულტურის მუშაკი და სხვ.?
ახლა შეიძლება ვიღაცამ ფროიდი გამახსენოს და დაუკმაყოფილებელი ქალის კომპლექსი, მაგრამ ეს ზემოთ ნახსენები პერსონები არ მგონია ფროიდის ცნობიერ - ქვეცნობიერის მსხვერპლნი იყვნენ!
მეშინია, ეს აღვირახსნილობა, ყველაფრის წამლეკავი აგრესია და ამდენი სიბილწე ერის ლპობის წინაპირობა არ იყოს!
" ჭაობში გინდათ ყოფნა?!" - კივის და ისეთი სიტყვებით იგინება, რომ მე ვერ გავიმეორებ!
მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: " ამდენი სიბინძურის ტარების გამო, ეგ ჭაობი სულში გაქვს, მაია, ეგ სული და გული გაქვს დაჭაობებული და ვერც ევროპა ამოგიშრობს , ვერც აშშ და ვერც ქრისტე ღმერთი, შენ თვითონ თუ არ მოინდომე მისი ამოშრობა!"