ძალიან სოლიდური და დეპოლარიზაციისკენ ორიენტირებული განაცხადი იყო გუშინ გაკეთებული აქციაზე, ეს არის ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სხვა ალტერნატივა ამ მძიმე კრიზისიდან გამოსავალი არ არსებობს. გადადგან რეალური ნაბიჯი, დასხდნენ მაგიდასთან და ვისაუბროთ ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე. მოვა ეროვნული თანხმობის კანდიდატები, მხარს დავუჭერთ და გახდებიან კონკრეტული თანამდებობის პირები - სად არის აქ არაკონსტიტუციურობა?! თუ სამამდე ამ პასუხს არ გასცემენ ჩვენ ორივე სცენარისთვის მზად ვართ, როგორც დადებითი, ასეთი უარყოფითი სცენარისთვის - სამში გაიგებთ რა იქნება უარყოფითი სცენარის შემთხვევაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.
კი მაგრამ როგორ?!
რომელი კონსტიტუციით?!
რა უფლებით, რომენი არჩევნებით?!