ირაკლი კობახიძე მორაგბეებს: გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს

ირაკლი კობახიძე მორაგბეებს: გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მორაგბეებს - გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.

ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას!“- წერს კობახიძე.

ცნობისთვის, „მონპელიე“, სადაც ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი თამაშობენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.