სალომე სამადაშვილი: საპარლამენტო საქმიანობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე უნდა იყოს აგებული - თუ „ოცნება“ არ აპირებს ამაზე წამოვიდეს, პარლამენტში მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

სალომე სამადაშვილი: საპარლამენტო საქმიანობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე უნდა იყოს აგებული - თუ „ოცნება“ არ აპირებს ამაზე წამოვიდეს, პარლამენტში მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საპარლამენტო პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაცია, რათა პარლამენტისთვის საგანგებო დღის წესრიგი შეიქმნას.

როგორც სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა აიყოს აგებული ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე და “თუ „ქართული ოცნება“ არ აპირებს წამოვიდეს ამ დღის წესრიგით, „საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება“.

„ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს აგებული ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობას დღეს არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ დავიწყოთ პარლამენტში იმ ინიციატივების გატარება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც მიიღოს. ეს სინქრონიზებულია იმ პროცესთან, რაც გუშინ დაანონსდა, როდესაც შემოგვთავაზეს ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ჩვენ დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მომზადება იმ სამოქმედო გეგმის, რომელიც უკვე უნდა განხორციელდეს პარლამენტში.

თუ „ქართული ოცნება“ არ აპირებს წამოვიდეს ამ დღის წესრიგით, „ლელოს“ პოზიციაა, რომ საქართველოს პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს დღეს უკვე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თუმცა საბოლოო სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს ერთობლივად, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო საზოგადოების სამოქმედო გეგმა და მოთხოვნები გააჟღერეს.

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

 

Maverick სუ ლელო სამადაშლილო!
2 წლის უკან