პაატა მანჯგალაძე: ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს

პაატა მანჯგალაძე: ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს

იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი, ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი, ევროპამ ჩვენ შემოგვთავაზა 12-პუნქტიანი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში არავის გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას თავისი ნებით გააკეთებს. ამიტომ, მარტივი გამოსავალია, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას.

ჩვენ რომ არ ვიცოდეთ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ბუნება, ღარიბაშვილის სავარაუდო ქცევა და ამ პროცესთან პირველად გვქონდეს შეხება, რა თქმა უნდა, ვიტყოდით, რომ მზად ვართ, გაწვდილ ხელზე ვუპასუხებდით, მაგრამ ეს არ არის გაწვდილი ხელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ღარიბაშვილის ნდობა არ შეიძლება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბდა ახალი მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოძრაობის მოთხოვნები მათთან არის შეთანხმებული.