ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში

ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩები ხუთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. შესაბამისი ბრძანებულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩები თანამდებობიდან შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, ირანი და ლიბანი