მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილზე: ასეთი ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკა მაინცდამაინც პოზიტიურ წვლილს ვერ შეიტანს იმ მიმართულებებით, რომელიც ევროინტერგაციის გზაზე გვაქვს დასახული

მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილზე: ასეთი ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკა მაინცდამაინც პოზიტიურ წვლილს ვერ შეიტანს იმ მიმართულებებით, რომელიც ევროინტერგაციის გზაზე გვაქვს დასახული

ასეთი ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკა მაინცდამაინც პოზიტიურ წვლილს ვერ შეიტანს იმ მიმართულებებით რასაც ჰქვია ამოცანების შესრულება, რომელიც ევროინტერგაციის გზაზე გვაქვს დასახული, მაგრამ რაღაცნაირად კომუნიკაცია უნდა შევძლოთ, რადგან სხვაგვარად ქვეყნის ევროინტეგრაციას სარისკოდ ვერ დავდებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ვეტოს, ამაზე მაშინ ვისაუბრებ, როდესაც გავეცნობი რა იქნება მოტივირებული შენიშვნა, მაგრამ როდესაც კითხულობ, რომელსაც ჰქვია მოტივირებული შენიშვნა მაგრამ იქ შენიშვნა არ წერია, ეს ცოტა ცუდად აღსაქმელია. რეალურად, ეს ნიშნავ იმას, რომ იქ, სადაც სამართალი უნდა ფიგურირებდეს ყველაფერი გადატანილია პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე ... ეს არ არის კარგი პროცესი.

ამიტომ, ეს ართულებს მოცემულობებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ თანამშრომლობა შევძლოთ, მოვახერხოთ და შესაბამისად ამ თანამშრომლობას ჰქონდეს ეფექტიანობა მაღალი - რაღაც ღირებულებების სისტემაზე, რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ და შესაბამისად ამის განუხრელად დაცვა უნდა მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკური აქტორისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან, ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა საკუთარი თავისგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ახლა პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.