ირაკლი კობახიძე: წინაც და ხვალინდელი აქციაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის -„ სირცხვილიას“ მიერ არის ორგანიზებული - ხვალ ბაკურიანის შეკრებისა და „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურებას გეგმავენ

„ხვალ მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] დაგეგმილი აქვთ ბაკურიანის შეკრებისა და „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალინდელი აქცია „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერა ორგანიზებული“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ გეგმას ასრულება არ უწერია. ისევე, როგორც წინა ათი წლის განმავლობაში, უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. წინა აქციაც და ხვალინდელი აქციაც „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ არის ორგანიზებული. ეს არის „სირცხვილია“, რაც ყველამ ვიცით. ეს აქცია მათ მიერ არის დაანონსებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.