ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ეცდებიან ქვეყნის წალეკვას. 2012 წლამდე ამას წარმატებით ახერხებდნენ, თუმცა ხედავთ, რომ 10 წელია არავინ მისცა მათ ქვეყნის წალეკვის საშუალება

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ეცდებიან ქვეყნის წალეკვას. 2012 წლამდე ამას წარმატებით ახერხებდნენ, თუმცა ხედავთ, რომ 10 წელია არავინ მისცა მათ ქვეყნის წალეკვის საშუალება

ბაკურიანში შეკრებილი იყო „შულავერის კომიტეტი“ - „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით - „ენჯეოები“, მედიასაშუალებები და იქ დაგეგმეს ე.წ. წალეკვის გეგმა, რასაც დამატებით გაახმოვანებენ 24 ივნისის აქციაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის წალეკვას შეეცდება, თუმცა მმართველი გუნდი მათ ამის საშუალებას არ მისცემს.

„რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან ქვეყნის წალეკვას. ამას 2012 წლამდე ამას წარმატებით ახერხებდნენ, განსაკუთრებით 2008 წელს, 2012 წლის შემდეგ ცდილობენ ამის ორგანიზებას, თუმცა ხედავთ, რომ 10 წელია არავინ მისცა მათ ქვეყნის წალეკვის საშუალება. ბუნებრივია, არც ამ შემთხვევაში მივცემთ ამის საშუალებას“, - განაცხადა კობახიძემ.