პოდოლიაკი: კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო

პოდოლიაკი: კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "უკრაინით დაიღლება", დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით

"დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო "დაიღლება უკრაინით". დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით" - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ში.