ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებას და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ აპლიკაციას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებას და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ აპლიკაციას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი

ევროპამ უნდა გაუღოს კარი ყველა ევროპულ ქვეყანას. ცვლილებების ნიავი უბერავს ჩვენს კონტინენტზე და უკრაინა,მოლდოვა და საქართველო საკუთარი აპლიკაციებით ამბობენ, რომ მათ სურთ ცვლილება, მათ სურთ მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, რეფორმები, ისინი გვეუბნებიან ჩვენ რომ მათ სურთ ევროპა, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერლაიენმა.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათ მიმართ და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართაც, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებას და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მათ აპლიკაციას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი. იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს ახლა საქართველოსთვის საჭიროა პოლიტიკურად გაერთიანდეს ფა გამოკვეთოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისკენ და ევროკავშირისკენ. გზა რომელიც გულისხმობს კონკრეტულ რეფორმებს, აერთიანებს სამოქალაქო სექტორს. ამის გამო, ჩვენ გადაწყვიტეს საქართველოზე გაგვეცა რეკომენდაცია - მიენიჭოს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა და დავუბრუნდეთ რეფორმების ანალიზს ვიდრე ქვეყანას მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს. რამდენად შორს და რამდენად სწრაფად წავლენ წინ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ეს არის პირველ რიგში მათ ქმედებებზე დამოკიდებული და მათ მიერ მიღწეულ პროგრესზე. ეს მათზე დამოკიდებული, რადგან პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. მაგრამ როგორ ვუპასუხებთ მათ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. შემდეგი თავი ჩვენი ისტორიის ახლა იწერება. ეს არის ევროპის მომენტი და ჩვენ ამ მომენტს გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.