გიორგი ვოლსკი: მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ მიტინგზე, დამიჯერეთ, გაცილებით მეტი თუ არა, ნაკლები ხალხი არ შეიკრიბებოდა

გიორგი ვოლსკი: მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ მიტინგზე, დამიჯერეთ, გაცილებით მეტი თუ არა, ნაკლები ხალხი არ შეიკრიბებოდა

მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რომ ყოფილიყვნენ მიტინგზე და ამის ორგანიზება ჩვენს პარტიას მოეხდინა, დამიჯერეთ, გაცილებით მეტი თუ არა, ნაკლები ხალხი არ შეიკრიბებოდა. განსხვავება იქნებოდა ერთი - ორგანიზატორთა შორის არ იქნებოდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ პუტინის უახლოესი მეგობრის თანაშემწე იყო. ახლა „სირცხვილია“ დაირქვა ამ ორგანიზაციამ სახელად, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არის ერთადერთი გზა, საითკენაც უნდა ვიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ურთულესი იქნება და დროში გაიწელება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული პერსპექტივა ცოტას ნიშნავდეს ან არ გვეკუთვნოდეს კანდიდატის სტატუსი. პროცესი შეიძლება გაიწელოს, მაგრამ უნდა მივიდეთ გარკვეულ დონემდე. მთავარი თემაა, რომ ვილაპარაკოთ დარგების მიხედვით, ვიკამათოთ, მწვავედ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, უკეთესი პროგრამებით გააცნოს თავი ოპოზიციამ საზოგადოებას და გაიმარჯვოს არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა, ხოლო თუ ამ გზას ჩაანაცვლებენ დესტაბილიზაციით, რევოლუციით, მეორე ფრონტის გახსნით, რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები ვერ შესრულდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.