მარინა კალიურანდი: უკრაინას ჰქონდეს პრიორიტეტი, ამაზე არავინ კამათობს, მოლდოვასა და საქართველოს კი ერთნაირად მოვეპყროთ, რაც პირობების გათვალისწინებით კანდიდატის სტატუსის გადაცემას ნიშნავს

მარინა კალიურანდი: უკრაინას ჰქონდეს პრიორიტეტი, ამაზე არავინ კამათობს, მოლდოვასა და საქართველოს კი ერთნაირად მოვეპყროთ, რაც პირობების გათვალისწინებით კანდიდატის სტატუსის გადაცემას ნიშნავს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველომ, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ეს სტატუსი უნდა მიიღოს.

„მე არ მინდა მოლდოვასა და საქართველოს გაყოფა. უკრაინას ჰქონდეს პრიორიტეტი, ამაზე არავინ კამათობს. მოლდოვასა და საქართველოს ერთნაირად მოვეპყროთ, რაც ნიშნავს კანდიდატის სტატუსის გადაცემას პირობების გათვალისწინებით. დარჩეს ის პირობები, რომლებიც კომისიამ დაწერა, მაგრამ მოლდოვა და საქართველო არ უნდა გაიყოს“, - ამბობს კალიურანდი.

Aburjga Tasmanieli მარინა ამ წლის ბოლომდან დარჩები უმუშევარი. ევროკავშირი ან დაიშლება ან დაგშლის ის რომელსაც ამის ძალა შესწევს! რაც გინახავს ვეღარ ნახავ!
2 წლის უკან