მხარს ვუჭერ სამივე ასოცირებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
„ვხედავ გარკვეულ საფრთხეებს ქვეყნების შესაძლო გაყოფაში. უმრავლესობას ამ პარლამენტში და ყველა ევროპული ინსტიტუტიდან სურთ გაუგზავნონ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო სიგნალი, რომ ველოდებით რეალურ ნაბიჯებს და რეფორმებს. უკრაინა ომშია და ეს მას შედარებით წინა პოზიციაში აყენებს, მაგრამ ვისურვებდი ერთნაირ მიდგომას და ჩანაწერს საქართველოსა და მოლდოვას შესახებ. ზოგადად, ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ფუნდამენტურ მოთხოვნებს. მაგრამ დღეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური ნაბიჯი და მე ვფიქრობ სამივე ქვეყნის მოსახლეობა უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში იმსახურებს ამ სტატუსის გადაცემას“, - განაცხადა მიქსერმა.