ირაკლი კობახიძე: ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებაზე ფიქრობდეს, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რითაც ჩანს, რომ სწორედ მათ არ უნდათ ევროპა

ირაკლი კობახიძე: ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებაზე ფიქრობდეს, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რითაც ჩანს, რომ სწორედ მათ არ უნდათ ევროპა

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია დეპოლარიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებაზე ფიქრობდეს, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს. ამით ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდათ ევროპა,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში გარკვეული გეგმა შეიმუშავეს ორი თვის წინ, როდესაც შეიკრიბნენ ბაკურიანში. როგორც მათ გამოაქვეყნეს, ეს არის „წალეკვის“ გეგმა, ეს მათი ტერმინია, რომელიც წინა აქციაზე გამოიყენეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ის გეგმა, რომელსაც განხორციელება არ უწერია. ისინი ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის მხრიდან ევროკომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველი პუნქტია შესასრულებელი - ეს არის დეპოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ ამ პირველი პუნქტის შესრულებაზე ფიქრობდნენ, ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. ეს არის მათი სახე, აქედან ჩანს, რომ სწორედ ისინი არიან, ვისაც არ უნდა ევროპა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.