სისულელეა, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ Accent news-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება.
„ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებები, რომელსაც არ უწერია ახდენა. რაიმე სერიოზული იკითხეთ. Accent news-ის ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა კობახიძემ.