ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გამომზეურდება ნებისმიერ აქციაზე, აქცია დაიშლება - ხალხი მათ თავს არ გამოაყენებინებს

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გამომზეურდება ნებისმიერ აქციაზე, აქცია დაიშლება - ხალხი მათ თავს არ გამოაყენებინებს

ისინი ხალხს ვერ გამოიყენებენ, ხალხი არ დგამს მათ უკან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქციაზე ხალხი ევროპის იდეის გარშემო გამოვიდა. ნახეთ რომ ისინი ძალიან ფრთხილობდნენ და ეშინოდათ რაიმე პოლიტიკური გზავნილის გაჟღერება, მხოლოდ ბოლოს გაბედეს ამის გაკეთება. ყველამ იცის, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გამომზეურდება ნებისმიერ აქციაზე, აქცია დაიშლება დაიშლება. ხალხი არავითარ შემთხვევაში თავს არ გამაყენებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხალხმა გაისტუმრა ისინი და ხალხი უზრუნველყოფს, რომ ისინი ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში აქცია, ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მიზანი იყო საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ მომდევნო შეკრება 24 ივნისს დააანონსა. სწორედ ამ დღეს ცნობილი გახდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.