ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე: როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. მას აქვს დასამალი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ

ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე: როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. მას აქვს დასამალი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ

როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. მას აქვს რაღაც დასამალი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყველა ხედავს, რომ ხოშტარია კვლავაც მალავს იმ თანხებს, რომელიც მას წლების განმავლობაში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს და რუსეთ-უკრაინის ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ერიცხებოდა. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. აქვს რაღაც დასამალი. დამატებით საინტერესოა ის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ხოშტარია. ის ასევე იყო „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ის არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. რა თქმა უნდა იკვრება ლოგიკური ჯაჭვი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.