მათი დღის წესრიგია ქვეყნის წალეკვა - მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთადერთი, ვინც გაერთიანდნენ, ესენი არიან ბაკურიანის შეხვედრის მონაწილეები: „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ენჯეოები და კუთვნილი მედია საშუალებები. ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ე.წ. წალეკვა, რასაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარება - ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგი არის წალეკვა. ეს არის პოლარიზაციის დღის წესრიგი და ისინი [რადიკალური ოპოზიცია] პირდაპირ არღვევენ პირველ პუნქტს, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩადებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.
რა პირობები წაუყენა ევროკომისიამ ასოცირებულ ტრიოს, იხილეთ ამ ბმულზე.