ირაკლი კობახიძე: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება

ყველამ იცის, რომ საქართველო ობიექტურად უწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. აქედან გამომდინარე. ეს არის ცარიელი სპეკულაცია - ყველა პარამეტრით საქართველო ორივე ქვეყანაზე წინ არის, ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, რაც მიიღო კომისიამ და რასაც მიიღებს საბჭო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ჰქონდა თავისი სარჩული“, - განაცხადა კობახიძემ.