შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.