არჩილ თალაკვაძე: 2012 წელს რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს მიღებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა საზოგადოებამ წინა ხელისუფლება გაისტუმრა

არჩილ თალაკვაძე: 2012 წელს რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური ტრავმა აქვს მიღებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა საზოგადოებამ წინა ხელისუფლება გაისტუმრა

არჩილ თალაკვაძე განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში ჩარევის შესახებ უსაფუძვლო სპეკულაციებს უწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ 2012 წელს საზოგადოებამ ივანიშვილის ლიდერობით პოლიტიკური ტრავმა მიაყენა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას ურჩევს ასპარეზი სხვა პოლიტიკურ პარტიებს დაუთმონ.

„ეს არის უსაფუძვლო სპეკულაციები და რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური ტრავმა 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართულმა საზოგადოებამ წინა ხელისუფლება გაისტუმრა. ისინი ვერ შეძლებენ ამ მნიშვნელოვანი მარცხის დასრულებას, ამიტომ, სჯობს გზა დაუთმონ ახალ ოპოზიციურ პარტიებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მისცენ საშუალება, რომ პოლიტიკურ პროცესში ოპოზიციამ შეასრულოს ოპოზიციის რეალური როლი“, - განაცხადა თალაკვაძემ.