ნედ პრაისი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ

ნედ პრაისი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

ქრონიკის კითხვაზე -უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა - მოგეხსენებათ, ეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია და ახლა სამივე ქვეყანა ელოდება 24 ივნისს, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. როგორ ფიქრობთ, საქართველოც იმსახურებს მხარდაჭერას თავის გზაზე? მესმის, რომ ეს კითხვა თქვენ პირდაპირ არ გეხებათ, თუმცა თქვენი პოზიცია საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე და თქვენი მხარდაჭერა ამ გზაზე უაღრესად მნიშვნელოვანია- ნედ პრაისმა უპასუხა:

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას მხარს ვუჭერთ. ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით.