თემო დადიანი: არცერთ აქციას არ შევვერთებივარ არასოდეს და რა თქმა უნდა არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა

თემო დადიანი: არცერთ აქციას არ შევვერთებივარ არასოდეს და რა თქმა უნდა არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა

მე, ავღანეთის საერთაშორის მისიის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს ძალიან ბევრი რამ გამიღია და გამიკეთებია ჩემი სამშობლოს დასავლური ინტერესების გაზიარებისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბოლო ამოსუნთქვამდე რათა ჩემმა და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ. ასევე როგორც პარალიმპიელს ბევრი მიშრომია ამისათვის და ბევრგან ამიწევია საქართველოს დროშა ამაყად, - ამის შესახებ თემო დადიანი სოციალურ ქსელში წერს.მე როგორც საქართველოს ჯარისკაცს და როგორც

„საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრს არც კანონიერი და არც "ნაცნობობითი" უფლება არ გამაჩნია მივიღო მონაწილეობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, ასე რომ მე არცერთ აქციას არ შევვერთებივარ არასოდეს და რა თქმა უნდა არც ეხლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა“.