ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“: გუშინ უარი ცხადად გეთქვათ; არ გაქვთ ლეგიტიმაცია, რომ ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობას“: გუშინ უარი ცხადად გეთქვათ; არ გაქვთ ლეგიტიმაცია, რომ ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ ეს აქცია თავისზე გაეფორმებინა. ტრიბუნაზე არ აუშვეს არც ერთი ლიდერი იქაურმა ახალგაზრდებმა და ბანერი პატიმარ სააკაშვილზე რომ აიტენს, უკან ჩამოაბუნძულებინეს ისევ. ბატონ გოცირიძეს ეტყობა უმალავთ ამ კადრებს, ან სხვაგან გყავდათ. დიახ, გუშინ ცხადად უარი გეთქვათ; არ გაქვთ ლეგიტიმაცია, რომ ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„არა ბატონებო, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართელი პარტია მხარს უჭერს, გვერდში დგას და კონსტიტუციაშიც კი გაწერა. საქართველოს მიმართ წაყენებული კრიტერიუმები, მათ შორის არის უკრაინისთვის და მოლდოვისთვისაც. საქართველოს მთავრობას აქვს 11.5 პუნქტი შესასრულებელი, თქვენ გაქვთ ნახევარი პუნქტი, რომ ეს ღვარძლი, ეს ბოღმა, შეურაცხმყოფელი განცხადებები მოთოკოთ და გაჩუმდეთ, ვითანამშრომლოთ. ნუ ხართ ჩასაფრებულის პოზიციიდან“, - განაცხადა ზარქუამ.