რუსმა ჟურნალისტმა და Novaya Gazeta-ს მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა ნობელის პრემია 103,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
მიღებულ თანხას ჟურნალისტი გადასცემს UNICEF-ის საერთაშორისო დახმარების ფონდს უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ.
დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის ლაურეატი 2021 წელს გახდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალისხმევისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის ფუნდამენტური პირობაა.